რედნაპი: "აგუეროზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფორვარდი მახსენდება"

7-11-2016, 22:17

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა უცხოურ მედიასთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პრემიერლიგის ისტორიაში არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროს მის პოზიციაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი სჯობია.

"აგუეროს მართლაც შესანიშნავი შედეგი აქვს გოლების გატანის მხრივ, მაგრამ პირადად ჩემთვის მასზე მაღლა პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დგას. მისი სახელია ტიერი ანრი. ის მართლაც საუკეთესო თავდამსხმელია პრემიერლიგის ისტორიაში."

ინლისელმა სპეციალისტმა გასულ ტურში "სიტის" მიერ განცდილ კრახზეც გაამახვილა ყურადღება.

"პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო იმ დროს გაიყვანა მოედნიდან, როდესაც ჯერ არაფერი იყო გადაწყვეტილი. შედეგად კი ქალაქელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. იმედი მაქვს პეპი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებს." - აცხადებს იორდანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ გასულ ტურში მისი 150-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგური კარიერის მანძილზე.



  • tsandro
  • 7 ნოემბერი 2016 22:22
დროგბამ სალამი შემოგითვალა :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით