არაბიძე: "მე მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ"

10-11-2016, 10:53

დონეცკის "შახტარის" მფლობელობაში მყოფმა ქართველმა ტალანტმა გიორგი არაბიძემ სანაკრებო კარიერასთან დაკავშირებით თავის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინელების შეთავაზებებისა, ის საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

"დროა ყველა ჭორს ბოლო მოვუღოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრე ალექსანდრე იაშვილს, თუმცა სალაპარაკოც არაფერია, რადგან მე არ ვაპირებ სხვა ქვეყნის ღირსების დაცვლას, მე მხოლოდ საქართველოს ნაკრებში მსურს ყოფნა".

"დიახ, უკრაინელებმა ძალიან საინტერესო პირობები შემომთავაზეს, მაგრამ მე ქართველი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე და სრული სიცრუეა ჩემი უკრაინის ნაკრების რიგებში თამაში", - დასძენს ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც უკრაინაში "ქართველ მესისაც" კი უწოდებენ.



  • levani25
  • 10 ნოემბერი 2016 11:07
1-2 წელიც და მთავარი ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდება heart_eyes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით