ვაისმა დაადასტურა: "ითამაშებს თუ არა ანანიძე? გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ის მოლდოვასთან..."

10-11-2016, 11:47

მოგეხსენებათ, შაბათს საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მოლდოვას უმასპინძლებს. ამ მატჩისთვის განაცხადში ჯანო ანანიძეც მოხვდა, თუმცა ის ჯერ კიდევ მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველს, რომელსაც ტრავმის გამო რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი გაუცდა, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და თეძოს კუნთის სპაზმი დაუდგინდა, რის გამოც ის რუსეთიდან დაითხოვეს და დროებით ქართველი მედიკოსების მიერ ორგანიზებულ კურსს გადის.

განაცხადში შეყვანის გამო იყო შანსი, რომ ანანიძეს მოლდოვასთან მატჩში ეთამაშა, თუმცა ჩვენი ნაკრების თავკაცის, ვლადიმერ ვაისის ბოლო განცხადების მიხედვით, ქართველ ქომაგს ამის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს:

"ანანიძეს კუნთის ტრავმა აქვს. ის ამჟამად ჩვენს ექიმებთან მკურნალობს, თუმცა, მოლდოვასთან თამაშში ის ჩვენ სავარაუდოდ ვერ დაგვეხმარება. მართალია, ჯანოს მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ გარისკვა შესაძლოა ცუდად დასრულდეს", - ამბობს ვაისი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით