"ლივერპულს" 48 საათის განმავლობაში 2 მატჩის ჩატარება მოუწევს

16-11-2016, 20:45

როგორც მოგეხსენებათ, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ინგლისში ახალი წლის დღეებში ნამდვილი საფეხბურთო ცხოვრება იწყება. ყოველი ახალი წლის დაწყებას პრემიერლიგაში ე.წ. "Boxing Day"-ით ხვდებიან. ეს გახლავთ დღეები, როდესაც 1 კვირის მანძილზე ერთბაშად 3 ტურის შეხვედრა იმართება. რასაკვირველია გამონაკლისი არ წლევანდელი წელი იქნება.

Boxing Day შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფეხბურთის ქომაგისთვის დიდი მოვლენაა, თუმცა ამას თავად ფეხბურთელებზეც ვერ ვიტყვით. წლეულს პრემიერლიგაში მართლაც გადატვირთული გრაფიკი უწევს. ზოგიერთ გუნდს ახალი წლის შეხვედრა ლამის ზედ სტადიონზე უწევს. მიმდინარე სეზონში ყველაზე რთულ სიტუაციაში კი, შეიძლება ითქვას, რომ "ლივერპული" აღმოჩნდა.

"მერსისაიდელებს" 2 დღის განმავლობაში, კერძოდ 31 დეკემბერსა და 2 იანვარს მოუწევთ პრემიერლიგის ზედიზედ 2 მატჩის ჩატარება. "წითლებმა" ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაშია მოთხოვნა შეიტანეს, 2 იანვარს ჩასატარებელი მატჩის გადასადებად, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამ ყველაფერმა კი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღაშფოთა.

"დღეს მე ვნახე ცხრილი და ნამდვილად უკმაყოფილო ვარ. "სიტისთან" თამაშიდან 2 დღეში ჩემს გუნდს კიდევ 1 მატჩის გამართვა უწევს, რაც არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის იმას, რომ Boxing Day უნდა აიკრძალოს, ან ეს ცუდი მოვლენაა, მაგრამ 2 დღეში 2 შეხვედრის გამართვა ძალზე რთული იქნება." - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" მიმდინარე წლის ბოლოს პრემიერლიგაში 6 დღის მანძილზე ერთბაშად 6 მატჩის გამართვა მოუწევს. "მერსისაიდელები" ჯერ "სტოკს" უმასპინძლებენ 27 დეკემბერს, შემდეგ 4 დღეში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავენ "ენფილდზე" "სიტის" წინააღმდეგ, ამის შემდგომ კი 2 იანვარს "სანდერლენდს" ესტუმრებიან.



  • tsandro
  • 16 ნოემბერი 2016 20:51
აქ გამოჩნდება რისი ტრაკი აქვთ

  • levani25
  • 17 ნოემბერი 2016 02:10
ესენი ისე თამაშობე მაინც ორივეს მოიგებენ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით