მარტინესი: "ვფიქრობ, რომ ლამი ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს"

17-11-2016, 23:30

მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა, ხავი მარტინესმა, გუნდის კაპიტანზე, ფილიპ ლამზე ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფილიპი ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს. უბრალოდ დაფიქრდით, როგორ შეიძლება მისი დონის ფეხბურთელმა, 33 წლის ასაკში დაამთავროს პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაში ?"

"ლამი ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე დიდი ალბათობით ჩვენთან ერთად იქნება და ვგონებ, რომ ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი, თუ მის მოხიბვლას მოვახერხებთ, იგი "ბაიერნში" დარჩება."

"ყველას ვისაც ჰგონია, რომ ლამი ამ სეზონში დაამთავრებს კარიერას, ნამდვილად ცდება." - განაცხადა მარტინესმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით