უნიკალური კადრები - რა ხდებოდა თბილისში, როცა "დინამომ" 1981 წელს მოიგო (ვიდეო)
17-11-2016, 23:13
გამოტოვება »
1981 წლის 13 მაისი ალბათ ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თარიღად ითვლება. სწორედ ამ დღეს თბილისის "დინამოდ" პირველად და უკანასკნელად მოიპოვა საერთაშორისო ტიტული, თასების მფლობელთა თასი. იმ დღეს თბილისში ნამდვილი ზეიმი მოეწყო, ხალხი ქუჩებში გამოვიდა ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად.
ბოლო დროს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა 1981 წლის 13 მაისის კადრები, სადაც კარგად არის ასახული, თუ რა ხდებოდა იმ დღეს თბილისში.
მოდით, ამ ვიდეოში გავიხსენოთ თუ რა სიტუაცია იყო დინამოელთა დიდი გამარჯვების შემდეგ.