ჯანო ანანიძემ ვარჯიში გაანახლა

17-11-2016, 23:20

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა და ერთი კვირა გაუცდა, მოსკოვის "სპარტაკში" ვარჯიში გაანახლა.

როგორც იცით, 24 წლის ნახევარმცველმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო. ჩვენებურს თეზოს კუნთის სპაზმი ჰქონდა და მოლდოვას წინააღმდეგ გამართული მატჩის გამოტოვება მოუწია.

ახლა ანანიძემ ტრავმა 100%-ით მოიშუშა და 20 ნოემბერს, "ამკარის" წინააღმდეგ რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში თამაშს მოახერხებს.



  • tsandro
  • 17 ნოემბერი 2016 23:28
მშვენიერი ამბავია. მალე დაუბრუნდება ფორმას იმედია

კარგია, რომ სერიოზული არ იყო ტრავმა. stuck_out_tongue_winking_eye

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით