ტურემ დაბრუნება გოლით აღნიშნა

19-11-2016, 19:57

ამ წუთებში ინგლისში პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრა მიმდინარეობს "კრისტალ პალასსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ 0:1-ია, სტუმრების სასარგებლოდ.

საინტერესოა, რომ "ქალაქელთა" რიგებში პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან თამაში კლუბის კოტ დივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ. როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. ტურემ ესპანელი სპეციალისტის თავკაცობის ქვეშ წლეულს სულ 1 შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, ისიც ჩემპიონთა ლიგაზე "სტიაუას" წინააღმდეგ. დღეს კი იაიამ დაამტკიცა, რომ ასე უმიზეზოდ სკამზე დასმის ღირსი ნამდვილად არ არის.

კერძოდ, მატჩის 39-ე წუთზე კოტ დივუარელმა ნოლიტოსთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და მართლაც საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა. ეს შედეგიანი დარტყმა ჯერ-ჯერობით ერთადერთია მიმდინარე შეხვედრაში. ვნახოთ, რამდენად იმოქმედებს ეს გოლი გვარდიოლას სამომავლო გადაწყვეტილებებზე, იაია ტურეს მიმართ.

იხილეთ ვიდეო:
 



  • tsandro
  • 19 ნოემბერი 2016 22:19
საღოლ ყაყა <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით