გვარდიოლა: "ვინ თქვა? მე სექსი..."

19-11-2016, 20:07

ალბათ ბევრს გახსოვთ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელშიც მანჩესტერ "სიტის" მფლობელობაში მყოფმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ წარმატების პეპ გვარდიოლასეული ვერსია გაამჟღავნა.

თუმცა, 45 წლის სპეციალისტმა უარყო ფრანგი ფეხბურთელის მიერ გაკეთებული განცხადების სიმართლე.

"შეუძლებელია, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშო პარტნიორთან სექსის გარეშე. მე არასდროს ამიკრძალავს სექსი ვინმესთვის და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. ვთვლი, რომ ეს პირიქით, ფეხბურთელს უფრო ძლიერს ხდის." - განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა "კრისტალ პალასთან" გასამართი შეხვედრის წინ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ "სიტიში" მისვლის შემდეგ უკვე აკრძალა WiFi-ის მოხმარება ეტიჰადის ტერიტორიაზე, თამაშის წინა ღამეს ჰოტელებში დარჩენა და კიდევ სხვადასხვა მსგავსი რამეები. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ნასრის განცხადებაში რაიმე სიმართლის მარცვალიც ერიოს.



  • tsandro
  • 19 ნოემბერი 2016 22:18
შემაიმუნო :D :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით