"ლივერპულმა" პირველი ადგილი გამარჯვების გარეშე მაინც შეინარჩუნა

19-11-2016, 22:30

მერსესაიდულმა "ლივერპულმა" მოგების გარეშე მაინც მოახერხა პრემიერ ლიგის ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნება.

მართალია ამჟამად მე-2 ადგილზე მყოფმა "სიტიმ" შეძლო პარდუს "კრისტალ პალასის" დამარცხება, თუმცა ეს გამარჯვება მერსესაიდული კლუბის გასწრებისთვის მაინც საკმარისი არ გამოდგა.

როგორც ვიცით, "ლივერპული" ამ ტურის დაწყებამდე პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებოდა და მეორე ადგილოსანს 2 ქულით უსწრებდა, რაც იმას ხსნის თუ რატომ ახერხებს მაინც მერსესაიდული კლუბი პირველობის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და ეს შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა, ხოლო მერსესაიდული კლუბი, გოლების რაოდენობითღა ახერხებს პრემიერ ლიგის ცხრილში პირველობის შენარჩუნებას.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით