გვარდიოლა: "გამიმართლა, რომ ფოტოებს არ მიღებდნენ"

20-11-2016, 01:52

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მიირთმევს მანჩესტერ "იუნაიტედის" ინგლისელი შემტევი, უეინ რუნი ალკოჰოლურ სასმელს. დღეს კი, 31 წლის ფეხბურთელს ესპანელი სპეციალისტი, ხოსეპ გვარდიოლა გამოექომაგა და განაცხადა, რომ თავის დროზე ისიც საკმაოდ ხშირად სვამდა სასმელელბს.

"არ მიყვარს, როდესაც ვინმეს პირად ცხოვრებას განიხილავენ. როდესაც ალკოჰოლურ სასმელს სვამ, შენს თავზე შენვე აგებ პასუხს. მე არ ვთვლი, რომ ასეთ დროს ვინმემ უნდა განგსაჯოს. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და უნდა ვცეთ პატივი სხვის ცხოვრებას."

"სანაკრებო შესვენებების დროს, მეც საკმაოდ ხშირად დამილევია. იღბლიანი ვარ, რომ ასეთ დროს ფოტოებს არ მიღებდნენ." - განაცხადა 45 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ რუნის ზემოხსენებული ინციდენტი 11 ნოემბერს, შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ შეემთხვა, როდესაც ფოტოკამერებმა იგი სასტუმროში ძალზე ნასვამი გამოიჭირეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით