• 09-06-2023
    ამრაბატი “ბარსელონას” გადაწყვეტილებას ელოდება! - უახლესი ცნობები
    ამრაბატი “ბარსელონას” გადაწყვეტილებას ელოდება! - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება მაროკოელი ნახევარმცველის, სოფიან ამრაბატის შეძენით.

    გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამრაბატის სურვილი სწორედ კატალონიურ გუნდში თამაშია.

    26 წლის მოთამაშე კატალონიური გუნდის თავკაცს, ჩავი ერნანდესს ესაუბრა.

    საქმე იმაშია, რომ “ბარსელონა” ზემოხსენებულ ტრანსფერს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხურავს.

    ცნობისთვის, ამრაბატმა გასულ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები