• 13-06-2023
    გადაწყვეტილია! - მიკაილ ფაიე “ბარსელონაში” ითამაშებს
    გადაწყვეტილია! - მიკაილ ფაიე “ბარსელონაში” ითამაშებს

    ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის პირველ ტრანსფერ უახლოვდება.

    რომანოს ცნობით, “ბარსელონა” “კუსტოიიას” 18 წლის მცველის, მიკაილ ფაიეს შეძენასთან ძალიან ახლოს არის.

    “ბლაუგრანა” ახალგაზრდა სენეგალელ ფეხბურთელში 5 მილიონ ევროს იხდის.

    კატალონიური გუნდი ახალგაზრდა ცენტრალურ მცველში დიდი პოტენციალს ხედავს და სწორედ ამიტომ გეგმავს ტრანსფერის განხორციელებას.

    ცნობისთვის, ფაიემ გასულ სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    საგულისხმოა, რომ მიკაილ ფაიეს გუნდი “კუსტოიია” ხორვატიის რანგით მე-2 ლიგის წევრი გახლავთ.

    აღსანიშნავია, რომ ფაიეს სახელს “ჩელსისა” და “დორტმუნდს” უკავშირებდნენ. "არისტოკრატები" სენეგალელით აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუმცა კატალონიურმა გრანდმა მათ კიდევ ერთი სატრანსფერო ბრძოლა მოუგო. როგორც ჩანს, ის, რაც 2022 წლის ზაფხულში, რამდენიმე ფეხბურთელთან მიმართებაში მოხდა, ისევ განმეორდა.

    Facebook კომენტარები