• 06-06-2023
    "ნაპოლიში" დიდი ცვლილებების ზაფხული დაიწყო
    "ნაპოლიში" დიდი ცვლილებების ზაფხული დაიწყო

    იტალიური "ნაპოლისთვის" 2022/2023 წლების სეზონი კვირას, "სამპდორიასთან" მოგებით დასრულდა. მატჩის მერე ნეაპოლელებს კუთვნილი სკუდეტო გადაეცათ და მათ ჩემპიონობა კიდევ ერთხელ იზეიმეს.

    თუ იტალიურ პრესას ვენდობით, იმ საღამოს სევდიანი ელფერიც ჰქონდა, რადგან თანაგუნდელებს "პარტენოპეის" დაცვის ბურჯი, კიმ მინ-ჯე დაემშვიდობა.

    სამხრეთ კორეელს ბარგი უკვე ჩალაგებული აქვს. იგი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. "წითელი ეშმაკები" კიმის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან.

    Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მიდის პიოტრ ჟელინსკიც. პოლონელ ნახევარმცველს არც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და არც ხელფასი გაუმჯობესეს, რამაც აბარგება გადააწყვეტინა. მის შემცვლელად ლაზარ სამარჩიჩი განიხილება.

    რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ნიგერიელი თავდამსხმელი ბევრ კლუბს სურს, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერი თქმულა.

    არც ის ვიცით, ვინ იმუშავებს "ნაპოლის" სატრანსფერო საკითხებზე, რადგან სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ტურინის "იუვენტუსის" გზას ადგას.

    ბუნებრივია, ყველაზე მთავარი ახლა ახალი მწვრთნელის მოძებნაა. კამპანიელებს 20-მდე სპეციალისტი დაუკავშირეს. ყველაზე რეალურ ვარიანტად "ფიორენტინას" მესაჭის, ვინჩენცო იტალიანოს გადაბირება მოჩანს.

    ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ "ნაპოლის" წინ ძალიან დატვირთული ზაფხული ელოდება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები