საშარდე გზების ინფექციები და პოპულარული პრეპარატი ფურადონინი საშარდე გზების ინფექციები და პოპულარული პრეპარატი ფურადონინი » Footballnews საშარდე გზების ინფექციები და პოპულარული პრეპარატი ფურადონინი
გათიშვა

საშარდე გზების ინფექციები და პოპულარული პრეპარატი ფურადონინი

საშარდე გზების ინფექციები და პოპულარული პრეპარატი ფურადონინი
2 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი ონიანი

საშარდე გზების ინფექცია თირკმელების, შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის ინფექციური დაავადებაა, რომელიც საშარდე სისტემაში ბაქტერიების მოხვედრითა და გამრავლებითაა გამოწვეული. საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა შარდის ბუშტის ანთება, ანუ ცისტიტი, რომელიც ქალების დიდ ნაწილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია. 

შეიძლება საშარდე გზების ინფექციამ საშუალო სიმძიმის სიმპტომებით ჩაიაროს და რამდენიმე დღეში ალაგდეს, მაგრამ თუ სიმპტომები გახანგრძლივდა და გართულდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს.

საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ ძირითადად ინიშნება ანიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ხშირად დანიშნვად მედიკამენტს წარმოადგენს ფურადონინი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთების, ცისტიტის, პიელიტის, პიელონეფრიტის სამკურნალოდ, ასევე საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკისთვის ოპერაციის წინ.  

როგორია ფურადონინის როლი ცისტიტის მკურნალობაში?

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფი გზების ანატომიური წყობის გამო, დაავადების მიმდინარეობისას შარდის ბუშტის ანთებას თან ერთვის შარდსადინარის ანთება — ურეთრიტი.

ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ასევე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც ხშირად ხდება ინფექციის მთავარი მიზეზი.

ცისტიტის სამკურნალოდ საჭიროა სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება. ამისთვის არაერთი პრეპარატი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად დანიშნვადია — ფურადონინი, ბისეპტოლი და ლევომიცეტინი. ისინი სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკებია და მათი გამოყენება ექიმის მითითებით უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ეფექტები და მივიღოთ მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი.

როგორ უნდა მივიღოთ ფურადონინი — მკურნალობის სქემა და დოზები

მწვავე ინფექციების დროს, მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს: 1 კაფსულას 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.

12-14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულის 2-ჯერ დღეში მიღება, 4-7 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ინფექციების დროს, მოზრდილებში საჭიროა ხანგრძლივი თერაპია, 1-2 კაფსულა დღეში. ბავშვებში - 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა უნდა გაიყოს 4 მიღებაზე. 2.5-3 მგ/კგ წონაზე დოზა საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. 

ფურადონინი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ფურადონინის მიღებისას?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ფურადონინით მკურნალობასაც ახლავს გარკვეული სახის გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა:

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი (თუ პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში);  
  • პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება (ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, ეგზანთემა, ეოზინოფილია, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ანაფილაქსიური შოკი;
  • ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტიან ავადმყოფებში) და აგრანულოციტოზი;
  • თმის ცვენა;
  • სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები.

ვისთვის არ შეიძლება ფურადონინის მიღება? 

ფურადონინის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პრეპარატის მიმართ მგრძნობელობა, ანურია, თირკმელების უკმარისობა, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ნევრიტები, ელექტროლიტური დისბალანსი, D ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ჰამოლიზური ანემია, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი.

პრეპარატის მიღება ასევე არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.

FACEBOOK კომენტარები