

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგული “მეცი” ლიგა 1-ში ასაღზევებლად იბრძვის.
საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის მოთამაშემ, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა:
“გასულ ტურში ქულების დაკარგვუს უფლება არ გქონდა. ვიცოდით, რომ ბორდოს თავისი თამაში მოგებული ჰქონდა და შეცდომის დაშვების საშუალება არ გვქონდა. მატჩზე მოტივირებულები გავედით და მშვენიერი შედეგიც დავაფიქსირეთ. მომდევნო ტურში გრენობლს ვეთამაშებით და ვისურვებდი, რომ მოედანზე ბევრი ქომაგი მოვიდეს. სეზონის ბოლომდე 4 შეხვედრა დაგვრჩა ჩასატარებელი და ყველა უნდა მოვიგოთ, ამავდროულად ბორდოს შედეგებსაც დავაკვირდებით. პირადად მე მჯერა, რომ ლიგა 1-ში მეცი გადავა. ჩვენი გუნდის ადგილი სწორედ იქ არის.” - განაცხადა მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.