• 30-01-2023
    "ელ კლასიკო" კოპა დელ რეიზე - ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ
    [/xfgiven_playerads]
    "ელ კლასიკო" კოპა დელ რეიზე - ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ
    Aa

    რამდენიმე წუთის წინ შედგა ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა.


    გაირკვა, რომ ნახევარფინალში მადრიდის "რეალი" "ბარსელონას"" დაუპირისპირდება.


    ნახევარფინალური დაპირისპირებები 7-9 თებერვალსა და 1-3 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ "სამეფო კლუბის" მსოფლიო საკლუბო თასზე მონაწილეობა კალენდარს მნიშვნელოვნად შეცვლის.


    პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება, ხოლო მეორე - "კამპ ნოუზე".


    მეორე ნახევარფინალური წყვილი "ატლეტიკისა" და "ოსასუნასგან" შედგება.



    Facebook კომენტარები