• 25-03-2024
    ფორტში "ბარსელონას" 35 მილიონ ევროს უხდიდნენ
    ფორტში "ბარსელონას" 35 მილიონ ევროს უხდიდნენ
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ჰექტორ ფორტში 35 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ეს წინადადება კლუბმა უარით გაისტუმრა, - იუწყება Mundo Deportivo.

    წყაროს თანახმად, კლუბი უკვე მუშაობს 17 წლის ესპანელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. მოქმედი ხელშეკრულება "ბლაუგრანასთან" მას 2025 წლის ივლისში ეწურება.

    "ბარსა" საკუთარი აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდების შენარჩუნებაში განსაკუთრებით დიდ რესურსს ჩადებს. სწორედ ამიტომაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჰექტორში საკმაოდ დიდი თანხის აღებაზე თქვეს უარი.

    ესპანელი მარჯვენა მცველი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში წელს გამოჩნდა, თუმცა მატჩების უმეტესობა თავისთვის ნაკლებად კომფორტულ პოზიციაზე, მარცხენა მცველად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ჰექტორმა მაინც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

    "ბარსელონას" ძირითად გუნდში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ფორტმა 2 ასისტიც მიითვალა.

    Facebook კომენტარები