30-01-2023

[/xfgiven_playerads]
ოფიციალურად: ჯენარო გატუზო "ვალენსიადან" გაუშვეს

ავტორი
"მამარდაშვილი გიგანტი იყო, ოღონდ..." - ესპანურმა გამოცემამ გიორგი შეაქო
VIDEO: "ვალენსიას" კატასტროფულ დაცვას მამარდა შველის - გიორგის მორიგი ურთულესი მოგერიება!
ესპანურმა "ვალენსიამ" ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"ლოს ჩე" ლა ლიგის ცხრილში მე-14 ადგილზეა. სეზონის განახლების შემდეგ "ღამურებს" თამაში არ მოუგიათ, გასულ უქმეებზე კი "ვალიადოლიდთან" წააგეს/
გატუზო ბოლო კვირებში უდიდესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ეს ესპანეთის სუპერთასსა და კოპა დელ რეიზე განცდილმა მარცხებმაც გაამწვავა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა "ვალენსია" სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა. "მესტალიაზე" გატარებულ 7 თვეში მან ლა ლიგის სულ 5 მატჩი მოიგო, კლუბის მფლობელ პიტერ ლიმთან კი ურთიერთობა ბოლომდე გაიფუჭა.
ახალი სპეციალისტის მოძებნამდე, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ვარო გონსალესი იქნება. მომდევნო მატჩი "ღამურებს" 2 თებერვალს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ელოდებათ.
Facebook კომენტარები