საფრანგეთთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეთის 1/4 ფინალში ფინეთთან, 93 -79 დამარცხდა.
სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები ამ მარცხის შემდეგ ევრობასკეთი 2025 ბრძოლიდან გამოვარდა.
მატჩის მესამე მეოთხედი თითქოს დაძაბულად მიმდინარეობდა, გვქონდა შანსი თამაშში დაბრუნების მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა.
ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ბიჭებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს, ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი დაამარცხეს და ისტორიაში პირველად ევრობასკეთის 1/4 ფინალში ითამაშეს.