ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ოფიციალური ქულების ბარათის (Scorecard) მიხედვით, რომელიც ბრძოლის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდა, ჩანს, რომ დაპირისპირების სტარტი დვალიშვილისთვის წარმატებული გამოდგა. პირველ რაუნდში სამივე მსაჯმა (მაიკ ბელი, დერეკ კლირი, ერიკ კოლონი) უპირატესობა ერთხმად ქართველ მებრძოლს მიანიჭა (10-9).

ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა მეორე რაუნდში, სადაც მსაჯთა აზრები გაიყო: დერეკ კლირიმ რაუნდი კვლავ მერაბს ჩაუთვალა (ჯამში 20-18 ორი რაუნდის შემდეგ), თუმცა დანარჩენმა ორმა არბიტრმა უპირატესობა იანის მხარეს დაინახა.
სამწუხაროდ, ბრძოლის მეორე ნახევარი მეტოქის კარნახით წარიმართა. მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში სამივე მსაჯმა გამარჯვებულად პეტრ იანი დაასახელა. ოქმის მიხედვით, იანმა ბოლო სამ რაუნდში დომინაცია მოიპოვა, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
საბოლოო ჯამში, მსაჯების ქულები ასე გადანაწილდა: მაიკ ბელმა და ერიკ კოლონმა ბრძოლა 49-46 შეაფასეს, ხოლო დერეკ კლირიმ — 48-47. გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პეტრ იანს დარჩა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ