"არ ვიცი რას ელოდებოდა" - პიოტრ იანის განცხადება მერაბ დვალიშვილზე "არ ვიცი რას ელოდებოდა" - პიოტრ იანის განცხადება მერაბ დვალიშვილზე » Footballnews "არ ვიცი რას ელოდებოდა" - პიოტრ იანის განცხადება მერაბ დვალიშვილზე
გათიშვა

"არ ვიცი რას ელოდებოდა" - პიოტრ იანის განცხადება მერაბ დვალიშვილზე

"არ ვიცი რას ელოდებოდა" - პიოტრ იანის განცხადება მერაბ დვალიშვილზე
3 დღის და 7 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

რამდენიმე დღის წინ პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქელში მალე გამოჯანმრთელება უსურვა, თუმცა როგორც რუსმა მებრძოლმა დაადასტურა, ეს არა მან, არამედ მისმა მენეჯერმა გააკეთა.

აღნიშნულთან დაკავშირებით იანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"საიატი ჩემი თანხმობის გარეშე სოციალურ ქსელში არაფერს აქვეყნებს. ფაქტობრივად, ერთობლივად ვთანხმდებით, რა და როგორ დავწეროთ, მაგრამ საიატი ყოველთვის ცდილობს, ეს ბევრად რბილ ტონში გააკეთოს. 

"ძალიან ხშირად არის მომენტები, როდესაც ყველაფერს არ მითარგმნის, რათა შეურაცხყოფებზე ან ისტორიებზე ემოციური რეაქცია არ მქონდეს. ამის გამო მასთან ყოველთვის კონფლიქტი მაქვს და მინდა, თითოეული სიტყვა ვიცოდე, ვინ რა თქვა

"რაც შეეხება მერაბს - რას ელოდებოდა?! რა უნდოდა, რომ ჩხუბის შემდეგ მეგობრები გავმხდარიყავით? იმდენი საზიზღრობა აქვს ნათქვამი... არ ვიცი, რა უნდოდა", - თქვა იანმა.

FACEBOOK კომენტარები