ქართული კლასი უჩვენა - გივი მაჭარაშვილის გამარჯვება RAF-ში ქართული კლასი უჩვენა - გივი მაჭარაშვილის გამარჯვება RAF-ში » Footballnews ქართული კლასი უჩვენა - გივი მაჭარაშვილის გამარჯვება RAF-ში
გათიშვა

ქართული კლასი უჩვენა - გივი მაჭარაშვილის გამარჯვება RAF-ში

ქართული კლასი უჩვენა - გივი მაჭარაშვილის გამარჯვება RAF-ში
2 კვირის და 3 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, გივი მაჭარაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი შეხვედრა გამართა და ამერიკელთა ვარსკვლავი სტივენ ბიუქენენი დაამარცხა.

Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

აღნიშნულ ორგანიზაციაში, გივი მაჭარაშვილის გარდა, რამდენიმე ქართველი სპორტსმენიც გამოდის, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერაბ დვალიშვილი.

ხინჩეგაშვილი თავის შეხვედრას 28 მარტს ჩაატარებს ბო ბასეტის წინააღმდეგ, ხოლო მერაბ დვალიშვილი 18 აპრილს ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები