ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 14 ივნისს (თბილისის დროით 15 ივნისს) ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას UFC Freedom 250 ეწოდა, ის აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება.
29 წლის ილია თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
თოფურია მსუბუქი დიზივიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ