ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესლიგაში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა უმკაცრესად დაისაჯოს. "ჯე სი ლაიფციგის" 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის დასრულების შემდეგ მეტოქეს, ტიმო კაველიუსს, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა და ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ინციდენტი შაბათს, ლაიფციგში, "ჯე სი ლაიფციგისა" და TSV "აბენსბერგის“ შეხვედრის დროს მოხდა. ჯაფარიძე კაველიუსთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც გერმანელი ძიუდოისტი გამარჯვებას ემოციურად შეხვდა და, გერმანული მედიის ცნობით, ქართველის მიმართულებით პროვოკაციული ჟესტიც გააკეთა.
ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამწვავდა. ჯაფარიძე მეტოქეს მიუახლოვდა და სამჯერ მუშტი დაარტყა. ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ კაველიუსი ტატამზე დაეცა, რის შემდეგაც სხვა ძიუდოისტები ჩაერივნენ და დაპირისპირება გააჩერეს. ინციდენტი ვიდეოზეც არის დაფიქსირებული.
თავდასხმას მძიმე შედეგი მოჰყვა. კაველიუსს ყბის მოტეხილობა და ორი კბილის დაკარგვა დაუდგინდა. გერმანელი ძიუდოისტი იმავე საღამოს ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. კაველიუსი გერმანიის ნაკრების წევრია და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა. ის 2028 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება.
ინციდენტის შემდეგ პოლიციაც გამოიძახეს. ჯაფარიძე დისკვალიფიცირდა, მოგვიანებით კი სასტუმროში დაბრუნდა და გერმანია დატოვა. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი სანქციების საკითხი განიხილება. გერმანული მედიის ცნობით, ქართველ ძიუდოისტს შესაძლოა ხანგრძლივი, მათ შორის უვადო დისკვალიფიკაციაც დაემუქროს.
განსაკუთრებით მკაცრი იყო „ჯე სი ლაიფციგის“ რეაქცია. კლუბმა მომხდარს გაემიჯნა და განაცხადა, რომ ძალადობას ძიუდოში ადგილი არ აქვს.
ჯუდოს კლუბმა "ლაიფციგმა" აღნიშნა, რომ მომხდარით მთელი გუნდი და კლუბის ხელმძღვანელობა შოკირებულია და პოლიციასთან და შესაბამის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს. კლუბის განცხადებით, აუცილებელი იქნება შესაბამისი შედეგების დადგომა.
"ეს იყო საშინელი ერთეული შემთხვევა და მას ლაიფციგსა და აბენსბერგს შორის ურთიერთობასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა "აბენსბერგის" მწვრთნელმა მანუელ შაიბელმა.
მისივე თქმით, ინციდენტის მიუხედავად, გუნდური შეხვედრის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება იყო.
ჯაფარიძე "ჯე სი ლაიფციგის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონიდან გამოდის და გერმანული კლუბი მას სტუმარ სპორტსმენად იყენებს. ამ სეზონში ქართველმა ძიუდოისტმა გუნდის მაისურით მხოლოდ ორჯერ იასპარეზა. კლუბის კაპიტნის, ჰანეს კონრადის თქმით, ჯაფარიძე მანამდე მშვიდი და შეუმჩნეველი იყო, რის გამოც მომხდარმა გუნდის წევრები განსაკუთრებით გააოცა.
ახლა ჯაფარიძის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი სპორტული ორგანოები მიიღებენ. ქართველ ძიუდოისტს კი შესაძლოა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი დაემუქროს.
ტექსტი: sportall
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ