• 02-07-2023
    "ქართველებმა ამით უნდა იამაყონ" - რას წერს UEFA საქართველოს ნაკრებზე
    "ქართველებმა ამით უნდა იამაყონ" - რას წერს UEFA საქართველოს ნაკრებზე

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 21-წლანდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები ისრაელთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გამოეთიშა. 

    120-წუთიანი დაძაბული და დრამატული მატჩის შემდეგ "ჯვაროსნები" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.

    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ UEFA-მ საქართველოს საინტერესო სტატია მიუძღვნა.

    "საქართველო 2006 წლის შემდეგ, პირველი დებიუტანტი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა. მათ დღეს სარეკორდო მაყურებლის წინაშე ბოლო სპექტაკლი ითამაშეს. 

    "ქართველებმა ამ 4-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით უნდა იამაყონ. წაგების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრები საკუთარ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ძალისხმევით ამხნევებდნენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

    Facebook კომენტარები