14-04-2022

ოფიციალურად: თბილისის "ლოკომოტივს" ალექსანდრე ინწკირველი ჩაიბარებს

ავტორი
თბილისის "ლოკომოტივს" 40 წლის სპეციალისტი, ალექსანდრე ინწკირველი ჩაიბარებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლექსო "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლაშა ჭაღიაშვილი ჩაანაცვლებს.
40 წლის სპეციალსიტის დებიუტი თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში 18 აპრილს "საბურთალოს" წინააღმდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში 7 ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
ტეგები:
Facebook კომენტარები