• 03-07-2023
    რას მოითხოვს "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი კვარაცხელიასგან - იტალიური გამოცემის ინფორმაცია
    რას მოითხოვს "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი კვარაცხელიასგან - იტალიური გამოცემის ინფორმაცია
    Author of the article
    Aa

    ცნობილი იტალიური გამოცემა IL Mattino-ს ცნობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, მომდევნო სეზონში გუნდის ლიდერად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

    წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი ელოდება, რომ "კვარა" კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

    "რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიასგან ყველაზე მეტს ელოდება. ქართველი ფეხბურთელი "მარადონაზე" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაიბრწყინებს. მის ახალ მწვრთნელს ტექნიკური ფეხბურთელები ძალიან მოსწონს.

    გარსია ხვიჩას ხარისხის გაუმჯობესებას მოსთხოვს, რადგან ფრანგი თვლის, რომ ახალგაზრდა გარემარბი ნაპოლის ლიდერი უნდა გახდეს", - წერს გამოცემა.

    შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 39

    მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები