• 25-05-2023
    “მოკეტე” - სანტან დეივის უხეში კომენტარი ხვიჩას
    “მოკეტე” - სანტან დეივის უხეში კომენტარი ხვიჩას
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვინისიუს ჯუნიორთან დაკავშირებით გიორგი მამარდაშვილს ინსტარაგრამის მეშვეობით მხარი დაუჭირა.

    “მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. ვინი შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს”

    აღნიშნულ პოსტს ბრიტანელი რეპერი, სანტან დეივი გემოეხმაურა:

    “მოკეტე” - მსგავსი კომენტარით გამოეხმაურა სანტან დეივი ხვიჩა კვარაცხელია პოსტს.

    ცნობისთვის, სანტან დეივი საკმაოდ ცნობილი რეპერია, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს.

    Facebook კომენტარები