• 26-05-2023
    თურქული სააგენტო მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
    თურქული სააგენტო მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართცელოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება.

    თურქული სააგენტო Fotospor-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტრაბზონსპორი” გიორგი მიქაუტაძის შეძენით აქტიურად ინტერესდება.

    თურქული გუნდი ქართველი ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია და მისი შეძენა სურს. გიორგისთან ერთად “ტრაბზონსპორი” ჟან-ფილიპ კრასოს დამატებითაც ინტერესდება.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “მილანის” ინტერესის შესახებაც გავრცელდა ცნობები. “როსონერი” მიქაუტაძეში 10 მილიონ ევროს იხდის.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები