18-04-2022

ბოლნისის “სიონმა” და ქუთაისის “ტორპედომ” ქულები გაიყვეს

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ბოლნისის "სიონმა" შინ ქუთაისის "ტორპედო" მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ანგარიში ნიკა ხორხელის მე-9 წუთზე გატანილი გოლით გაიხსნა. შეხვედრის 43-ე წუთზე ვარლამ კილასონიას ავტო-გოლით ანგარიში გათანაბრდა.
მეორე ტაიმში ქუთაისურ გუნდს მცირე უპირატესობა ჰქონდა, თუმცა იმერლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
გია ცეცაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს, ბოლნისის "სიონი" კი 6 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩააატარებს, უჩა სოსიაშვილის გუნდი კი თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრება.
ტეგები:
Facebook კომენტარები