• 07-07-2023
    ზომერი მიდის? - მამარდაშვილი შესაძლოა “ბაიერნის” ახალი მეკარე გახდეს
    ზომერი მიდის? - მამარდაშვილი შესაძლოა “ბაიერნის” ახალი მეკარე გახდეს

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილი “ბაიერნში” გადასვლას უახლოვდება.

    ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, “რეკორდმაისტერი” მზად არის, რომ იან ზომერი იმავე ფასად გაყიდოს, რამდენადაც იყიდეს.

    ამავდროულად იტალიელი ჟურნალისტის აქვეყნებს ცნობას, რომ გიორგი მამარდაშვილი გერმანული გუნდის სატრანსფერო სიაში იმყოფება.

    ტრანსფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვს “ვალენსია” ქართველ მეკარეში.

    ცნობისთვის, მამარდაშვილმა გასულ სეზონში “ღამურების” მაისურით ლა ლიგაში 38-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

    Facebook კომენტარები