• 07-07-2023
    "სეზონის პირველ ნახევარი კარგად ითამაშა მერე ცოტა გაუჭირდა" - კანავარომ ხვიჩაზე ისაუბრა
    "სეზონის პირველ ნახევარი კარგად ითამაშა მერე ცოტა გაუჭირდა" - კანავარომ ხვიჩაზე ისაუბრა

    იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ ერთ-ერთ ინტერვიუს ჩაწერისას "ნაპოლისა" და მის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    "გასულ სეზონში ნაპოლი იდეალური მანქანა იყო, სხვებზე ბევრად ძლიერი. თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა, ახალი იდეებით, ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური ძალის დემონსტრირებით. ბურთს ყოველთვის ძალიან სწრაფად იბრუნებდნენ. ახალ სეზონში ნაპოლი ფავორიტებს შორის ნამდვილად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კიმის დაკარგვა მანერვიულებს. კორეელი ძალიან ძლიერია და მისი შეცვლა ადვილი არ იქნება. თუმცა, ისიც არის, რომ ნაპოლი სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ფაქტორზე"

    "მას ჯერ კიდევ აქვს მომატების დიდი პოტენციალი და ჭკვიანი ბიჭია. ძალიან კარგად ითამაშა სეზონის პირველ ნახევარში, მერე ცოტა გაუჭირდა, რადგან იტალიაში მეტოქეს სწავლობენ და უფრო მკაცრად მეურვეობენ. ამიტომ, ახლა მან მოედანზე თამაშის ახალი გზები უნდა მოძებნოს"

    აქვე შეგახსენებთ, რომ 2006-წლის ოქროს ბურთის მფლობელის მშობლიურ კლუბად სწორედ "პარტენოპეი" ითვლება.

    Facebook კომენტარები