

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმის "დინამომ" "გაგრა" გამანადგურებელი ანგარიშით, 5-2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი დუბლი და საგოლე გადაცემა იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეიტლია, იტალიური მედია მის პერფორმანსებს ლუპით აკვირდება. მათ ხვიჩას გუშინდელი პერფორმანსი არ გამორჩენიათ:
"კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში ნამდვილი შოუ დადგა. მატჩში, რომელიც "დინამომ" 5-2 მოიგო, ხვიჩა უბრალოდ დომინირებდა - 2 გოლი, 1 ასისტი და ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი." - Tuttonapoli.
"დუბლი, ასისტი და რამდენიმე შესანიშნავი ეპიზოდი - აი ასე ითამაშა კვარაცხელიამ "გაგრას" წინააღმდეგ, ის მალე "ნაპოლის" შენაძენი გახდება." - Napolimagazine.
"ხვიჩა შესანიშნავად ასპარეზობას განაგრძობს. მან "გაგრას" წინააღმდეგ დუბლი და ასისტი შეასრულა, ის თავისი გუნდის მთავარი პროტაგონისტი იყო, მალე კი "ნაპოლიში" ჩაირიცხება." - Forzazzurri.