როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში, მძიმე წონაში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშამ სომეხ კონკურენტებს კვლავ აჯობა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.
სომეხი გულშემატკივრები ლაშას წარმატენას ეხმაურებიან:
უკვე შეგუებულები ვართ. ჩვენთვის ოქრო ვერცხლის მედალია.
გააანათებული მთა-ბარი, უკვე ზეპირად ვიცით ჰიმნი.
სამწუხაროდ ჩვენს ჰიმნზე უფრო ხშირად საქართველოს ჰიმნს ვისმენ ტალახაძის შემხედვარე.
ეს ბიჭი ეპოქალური სპორტსმენია, რომელმაც ჩვენს სომეხ მონაწილეებს შანსი არ დაუტოვა.
ვულოცავ ჩვენს მეზობელს ოქროს, ვიცი რომ შანსი არ გვაქვს, ჩვენთვის ვერცხლის მედალი ოქროს ტოლფასია.