როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს.
31 წლის სპორტმენი არბიტრების გაუგონარი გადაწყვეტილების გამო ეგვიპტელ მეტოქესთან დამარცხდა.
საქართველოს მთავრობამ სანდრო ბაზაძეს შრომა დაუფასა და 50 ათასი ლარით დააჯილდოვებს.
მთავრობისგან ეს პრიზი ასევე 20 მედლის გარეშე დარჩენილ ქართველ სპორტსმენს ერგება.