• 09-07-2023
    პეპელუ “ვალენსიას” ფეხბურთელია!
    პეპელუ “ვალენსიას” ფეხბურთელია!

    24 წლის ფეხბურთელი, პეპელუ კარიერას “ვალენსიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “ვალენსიამ” 24 წლის ფეხბურთელში “ლევანტეს” 5 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ახალგაზრდა მოთამაშემ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    ხელშეკრულების თანახმად პეპელუს გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

    ცნობისთვის, პეპელუმ გასულ სეზონში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები