• 12-07-2023
    ამერიკული კლუბი ქართველითაა დაინტერესებული - ახალი სატრანსფერო ცნობები
    ამერიკული კლუბი ქართველითაა დაინტერესებული - ახალი სატრანსფერო ცნობები

    გამოცემა "Sports Digitale" ერთ-ერთი ამერიკული კლუბის "ატალანტა იუნაიტედის" ქართული ინტერესის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

    წყაროს ინფორმაციით, ამერიკელები საქართველოს ნაკრებისა და "ჰატაისპორის" ფეხბურთელის საბა ლობჟანიძის ყიდვით არიან დაინტერესებულნი.

    ბოლო პერიოდი საბამ "ფათიჰ კარაგიუმრუკში" გაატარა, რადგან "ჰატაისპორი" ჩემპონატიდან მიწისძვრის გამო მოხსნილი იყო.

    "ატალანტა იუნაიტედი" ფლანგების გაძლიერებას აპირებს მათთვის ლობჟანიძე კარგი კანდიდატურაა.

    აქვე გეტყვით, რომ გუნდმა წინა სეზონი MLS-ში მე-5 ადგილი დაიკავა.


    Facebook კომენტარები