მერაბ დვალიშვილთან UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრის დაკარგვის შემდეგ ამერიკელმა შუგა შონ ო'მალიმ კომენტარი გააკეთა.
ვფიქრობ, რომ მომდევნო 9 თვე, 10 თვე, შეიძლება 1 წელიც ბრძოლას აღარ გავმართავ. ხალხს მოუწევს, რომ ცოტა ხნის განმავლობაში, UFC-ის ღონისძიებებს შუგა შოუს გარეშე უყუროს. ამის საჭიროებას ვხედავ.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ო'მალი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.