23-04-2022

ძვირფასი გამარჯვება! - “გაგრამ” თბილისის “დინამო” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში "გაგრა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩის 24-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა წითელი ბარათი მიიღო, რამაც ცხადია თბილისის "დინამოს" თამაში სრულიად შეცვალა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 77-ე წუთზე მათე კვირკვიამ გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
თბილისის "დინამო" ეროვნულ ლიგაში მე-4 პოზიციას იკავებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი მე-6 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, "გაგრა" კი გორის "დილას" უმასპინძლებს.
ფოტო: ბექა ქურდაძე
ტეგები:
Facebook კომენტარები