• 14-07-2023
    "ნოტინგემ ფორესტი" "იუნაიტედის" 2 ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
    "ნოტინგემ ფორესტი" "იუნაიტედის" 2 ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
    Author of the article
    Aa

    "ნოტინგემ ფორესტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელის შეძენას ეცდება.

    პირველი მათგანი დინ ჰენდერსონია, რომელმაც გასული სეზონი იჯარით სწორედ "ნოტინგემში" გაატარა.

    ინგლისელს სურს, რომ პირველი მეკარე იყოს, რაც "იუნაიტედში" არ გამოვა, ამიტომაც სამივე მხარე თანახმაა ტრანსფერზე.

    მეორე ფეხბურთელი ენტონი ელანგაა, რომელიც პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესს იწვევს.

    ერიკ ტენ ჰაგის გუნდში შვედის ადგილი არ მოიძებნება და მისი სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა, ამიტომ მისი გაყიდვაც რეალურია.

    "იუნაიტედი" ორივე ფეხბურთელისთვის ჯამში 40-50 მილიონი ფუნტის მიღებას შეეცდება.

    Facebook კომენტარები