• 17-07-2023
    "ინტერი" გრავენბერხს უმიზნებს
    "ინტერი" გრავენბერხს უმიზნებს
    ავტორი
    Aa

    მილანის "ინტერი" რომ მიუნხენის "ბაიერნის" შვეიცარიელი გოლკიპერით, იან ზომერითაა დაინტერესებული, ამის შესახებ დიდი ხანია ვიცით. "ნერაძურიმ" ანდრე ონანა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაუშვა და მისი შემცვლელი სჭირდება, ზომერი კი კლუბს ყველაზე რეალურ ვარიანტად მიაჩნია.

    თუ იტალიურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს დავეყრდნობით, იანი არ გახლავთ "რეკორდმაისტერის" ერთადერთი მოთამაშე, რომელიც "შავ-ლურჯების" ინტერესთა სფეროში იმყოფება.

    "ინტერნაციონალე" რაიან გრავენბერხსაც უმიზნებს.

    21 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი "ჯუზეპე მეაცაზე" შეიძლება ერთწლიანი იჯარით გადაბარგდეს. გასულ სეზონში ის სულ 6-ჯერ მოხვდა ბავარიული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, რაც, ცხადია, არ აკმაყოფილებს. განათხოვრება რაიანისთვის ახლა საუკეთესო გამოსავლად ჩანს.

    გრავენბერხი "ინტერში" რობერტო გალიარდინის შეცვლის. მილანელებს შემადგენლობაში ახლა 5 ნახევარმცველი ჰყავთ, 6 კი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კლუბი შუა ხაზს აუცილებლად გააძლიერებს.

    "უდინეზეს" 21 წლის ნახევარმცველი, ლაზარ სამარჯიჩი "ნერაძურის" კიდევ ერთ სამიზნედ განიხილება, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ მისი დამატება კლუბს იაფი ნამდვილად არ დაუჯდება.

    Facebook კომენტარები