• 18-07-2023
    რჩება თუ მიდის - ბაიერნმა პარკაძის მომავალი გადაწყვიტა
    რჩება თუ მიდის - ბაიერნმა პარკაძის მომავალი გადაწყვიტა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართცელოს ასაკბირივი ნაკრების წევრი, ლუკა პარკაძე ახლახანს თბილისის “დინამოდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგდა.

    ახალგაზრდა მოთამაშე “რეკორდმაისტერის” მთავარ გუნდთან ერთად გაივლის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს.

    ლუკა პარკაძე პრე-სეზონზე 33 ნომრიან მაისურს მოირგებს.

    NÖ-Krone-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 წლის ფეხბურთელი შესაძლოა “ბაიერნმა” ავსტრიულ “ადმირაში” გაანათხოვროს.

    “ადმირა” ავსტრიის რანგით მეორე ჩემპიონატში ასპარეზობს.

    ცნობისთვის, ლუკა პარკაძე გადაწყვეტილებას პრ-სეზონის შემდეგ მიიღებს.

    Facebook კომენტარები