• 20-07-2023
    "დორტმუნდი" ზაბიცერით დაინტერესდა
    "დორტმუნდი" ზაბიცერით დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    მიმდინარე კვირა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველების მომავალთან დაკავშირებული ცნობების გავრცელებით გამოირჩევა. "ალიანც არენიდან" შესაძლო აბარგება უკვე უწინასწარმეტყველეს რაიან გრავენბერხს, ლეონ გორეცკასა და იოზუა კიმიხს, დღეს კი მათ რიცხვს კიდევ ერთი შუახაზელი შეუერთდა.

    Sport Bild-ის ინფორმაციით, ბავარიული გრანდი შეიძლება მარსელ ზაბიცერმა დატოვოს.

    როგორც ირკვევა, 29 წლის ავსტრიელით დორტმუნდის "ბორუსიაა" დაინტერესებული.

    "შავ-ყვითლების" ნახევარდაცვამ წლევანდელ ზაფხულს დარტყმების მთელი წყება მიიღო. "სიგნალ იდუნა პარკიდან" წავიდნენ ჯუდ ბელინგემი (რეალი), რაფაელ გერეირო (ბაიერნი) და მაჰმუდ დაუდი (ბრაიტონი). ცხადია, ამ დანაკლისს შევსება სჭირდება, საამისოდ კი ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ზაბიცერია.

    დორტმუნდელები მარსელთან კონტაქტზე გავიდნენ კიდეც. მეტი დეტალი ჯერ არ საჯაროვდება.

    შეგახსენებთ, რომ ზაბიცერი "ბაიერნმა" "ლაიფციგიდან" შეიძინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარის წესით "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, მაგრამ მანკუნიელებმა ავსტრიელის გამოსყიდვა არ ისურვეს.

    გამოცდილ შუახაზელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები