გათიშვა

"ვაზარით რომ ვაგებდი, მამაჩემმა დამიძახა და ეს მითხრა" - რას იხსენებს ლაშა ბექაური

"ვაზარით რომ ვაგებდი, მამაჩემმა დამიძახა და ეს მითხრა" - რას იხსენებს ლაშა ბექაური
2 კვირის და 6 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც იცით, პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქროს მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო.

ფინალურ ორთაბძოლაში ის მეტოქესთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა ზედიზედ ორი წარმატებული გდება გააკეთა და ტიტული დაიცვა. 

"ქრონიკასთან" საუბრისას ბექაურმა ეს ბრძოლა გაიხსენა:

„ვაზარით რომ ვაგებდი მამაჩემმა დამიძახა მთელი საქართველო გიყურებსო. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამან. დიდი ბრძოლის წინაშე დავდექი და ჩემი მენტალობა, ჩემი ქართული სული, სისხლი დამეხმარა იმაში, რომ ამომექაჩა ის ვაზარი და გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი“, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

FACEBOOK კომენტარები