• 22-07-2023
    "ჩელსიმ" კუდუსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
    "ჩელსიმ" კუდუსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

    ლონდონის "ჩელსი" ამსტერდამის "აიაქსს" მუჰამედ კუდუსის თაობაზე დაუკავშირდა, - იტყობინება The Athletic.

    ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, 22 წლის შემტევზე მათ თავიანთი პირველი შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ. მიუხედავად ამისა, თავად კუდუსი "არისტოკრატებთან" კონტრაქტის შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.

    განელ ფეხბურთელს "აიაქსიდან" წასვლა უნდა, რაც მან იმითაც დაადასტურა, რომ კლუბს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებაზე უთხრა უარი.

    40 მილიონ ფუნტად შეფასებული ახალგაზრდისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალიც" იჩენდა, თუმცა, როგორც ჩანს, "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები უფრო სწრაფად მოქმედებენ.

    გასულ სეზონში კუდუსმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნიდერლანდურ კლუბს იგი 18 გოლითა და 7 ასისტით შეეწია. აღვნიშნოთ ისიც, რომ მუჰამედი ძალიან ეფექტური გახლდათ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზეც.

    Facebook კომენტარები