04-05-2022

[/xfgiven_playerads]
ელიგის რეკორდი - რამდენი მაყურებელი დაესწრო გუშინდელ მატჩს

ავტორი
თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" გუშინდელ მატჩს ელიგისთვის უჩვეულოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო, თუმცა შეკრებილმა პუბლიკამ უგოლო ფრე იხილა - 0:0.
თამაშის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მატჩს რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი ესწრებოდა - გუშინდელ შეხვედრას 20,000-ზე მეტი ფანი ადევნებდა თვალს, რაც ელიგისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
მიუხედავად უგოლო ფრისა, გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იხილა, ორივე გუნდის მხრიდან ბურთი ძელს ჯამში სამჯერ მოხვდა.
ამჟამად სატურნირო ცხრილში ბათუმის "დინამო" პირველ ადგილზეა, თბილისელები კი მესამე პოზიციას იკავებენ.
ტეგები:
Facebook კომენტარები