• 04-05-2022
    "ჰამბურგის" მწვრთნელის კომენტარი: "ჩაკვეტაძე ვარჯიშებზეც კი აღარ აქტიურობს"
    "ჰამბურგის" მწვრთნელის კომენტარი: "ჩაკვეტაძე ვარჯიშებზეც კი აღარ აქტიურობს"
    ავტორი
    Aa

    Mopo-მ გიორგი ჩაკვეტაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ გიორგი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში აღარ დარჩება:


    "ტრანსფერის შესრულების შემდეგ, ყველას გაუჩნდა ილუზია, რომ ხელმძღვანელობამ გიორგიში "მოარტყა", მაგრამ თავდაპირველი ვნებათაღელვა მალევე ჩაქრა და ჩაკვეტაძემ თავისი შესაძლებლობების სრული გამოვლენა მაინც ვერ შეძლო. გიორგი სეზონის დასრულების შემდეგ "გენტში" დაბრუნდება.


    ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "დინოზავრების" თავკაცმა, ტიმ ვოლტერმაც:


    "პირდაპირ გეტყვით - გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშებზეც კი აღარ აქტიურობს. ნამდვილად კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ის თავის შესაძლებლობებს არ ან ვერ ავლენს. მუდმივად ვცდილობ, ვესაუბრო, გავხსნა, მაგრამ მისგან აქტიურობას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, თუ წინ ნაბიჯების გადადგმა სურს, თავადვე უნდა იჩენდეს ინიციატივას", - განაცხადა მან.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა