• 07-05-2022
    ბორდალასმა დაადასტურა - ზაფხულში "ვალენსიას" რამდენიმე საკვანძო ფიგურა დატოვებს
    ბორდალასმა დაადასტურა - ზაფხულში "ვალენსიას" რამდენიმე საკვანძო ფიგურა დატოვებს
    ავტორი
    Aa

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვალენსიაში" ძირეული ცვლილებები იგეგმება - აღნიშნული ინფორმაცია ხოსე ბორდალასმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა:


    "ღამურებთან კონტრაქტი მაკავშირებს, მომდევნო სეზონში აუცილებლად ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ კოპა დელ რეის ფინალში გავედით, ამ სეზონმა დაგვანახა, რომ გუნდს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება, რადგან, ფაქტია, ვერ შევძელით ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა.


    "ვალენსიას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერება დასჭირდება. დირექტორთა საბჭომ შემატყობინა, რომ სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაგვტოვებს, ამას შევეგუე. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მათი კარგი შემცვლელების შეძენაა.


    შემდეგი სეზონისთვის მსურს, ევროტურნირებისთვის ვიბრძოლო, იმედია, გუნდის ხელმძღვანელობას მსგავსი მიზნები ექნება", - განაცხადა ბორდალასმა.

    Facebook კომენტარები