• 25-07-2023
    მნიშვნელოვანი საუბარი - რა თხოვა დე ლაურენტისმა მამუკა ჯუღელს
    მნიშვნელოვანი საუბარი - რა თხოვა დე ლაურენტისმა მამუკა ჯუღელს

    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტიმ მამუკა ჯუღელის “ნაპოლისა” და “სპალის” მატჩზე დასწრების მიზეზზე ისაუბრა:

    დღეს, დიმაროში ნაპოლი-სპალის ამხანაგურ მატჩს დაესწრო მამუკა ჯუღელი, კვარაცხელიას აგენტი. ორი საკითხი განიხილეს; კვერნაძის არჩევანმა, რომ ფროზინონეში გადასულიყო, დე ლაურენტისზე იმოქმედა, რადგან ის აკვირდებოდა ფეხბურთელს. ამიტომაც, ნაპოლის მეპატრონემ აგენტს სთხოვა ეცნობებინა სხვა ქართველი ტალანტების შესახებ, რომლებიც არა ახლა, არამედ მომავალში „ნაპოლისთვის“ გამოადგებათ.

    მეორე საკითხი იყო რა თქმა უნდა, კონტრაქტის განახლება, რაზეც ისაუბრეს: ეს თემა, როგორც ჩანს, დასრულებულია. ფეხბურთელი კონტრაქტს 2028-წლამდე განაახლებს გაორმაგებული ხელფასით. ვიცით, რომ კონტრაქტის ხანგრძლივობა ფაქტობრივად არ შეიძლება 5 წელს აღემატებოდეს”. - განაცხადა სკოტიმ.

    Facebook კომენტარები